აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი იემენში მყოფ თავის მოქალაქეებსა და დიპლომატიური მისიის წარმომადგენლებს ტერორისტული აქტების საფრთხის გამო იემენის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ "როიტერი" იუწყება.
გამოცემის ინფორმაციით, "ალ ქაიდას" მხრიდან ტერორისტული საფრთხის გამო კვლავაც დახურული რჩება ჩრდილოეთ აფრიკასა და შუა აღმოსავლეთში მდებარე აშშ-ის 20 საელჩო და საკონსულო, რომლებიც 10 აგვისტომდე არ განაახლებს მუშაობას.
ამერიკულ მედიაში აშშ-ის დაზვერვის სააგენტოს წყაროზე დაყრდნობით გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის მხარემ ხელთ იგდო "ალ ქაიდას" ლიდერის – აიმან აზ-ზავახირის გზავნილი არაბეთის ნახევარკუნძულზე მოქმედი "ალ ქაიდას" წარმომადგენლობის ხელმძღვანელისთვის, ნასერ ალ ვახშისთვის. ტერორისტული დაჯგუფების ლიდერები აშშ-ის მოქალაქეებზე ტერორისტული აქტების განხორციელების შესახებ საუბრობდნენ