უკრაინაში საქართველოს მოქალაქე მოკლეს

უკრაინაში საქართველოს მოქალაქე მოკლეს

უკრაინის სამართალდამცავი ორგანოები მამაკაცს ეძებენ, რომელმაც საქართველოს 31 წლის მოქალაქეს ქალაქ როვნოში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.

შემთხვევა 3 აგვისტოს მოხდა. საქართველოს მოქალაქე ღამის კლუბში ორ მეგობართან ერთად იმყოფებოდა. მეგობრები შეკამათდნენ, რაც ჩხუბში გადაიზარდა. მილიციის თანამშრომლის ინფორმაციით, შენობის დაცვამ მოჩხუბრები გარეთ გაიყვანა, თუმცა მათ ჩხუბი არ შეუწყვეტიათ და ერთ-ერთმა მათგანმა დაცვის თანამშრომელს ჭრილობა მიაყენა. ამის შემდეგ ჩხუბის სხვა მონაწილემ საქართველოს მოქალაქეს თავში ძლიერად დაარტყა. საქართველოს მოქალაქე უგონოდ დაეცა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თავში მიყენებული დარტყმა იმდენად ძლიერი იყო, რომ მეორე დღეს გარდაიცვალა.

"გაზეტა.უა"-ს ცნობით, ამ დროისთვის სისხლის სამართლის საქმე ხულიგნობისა და გაუფრთხილებლად მკვლელობის მუხლებით მიმდინარეობს.