რუსმა ტურისტებმა აფხაზეთი პილიგრიმული ტურისტული ადგილების ათეულში შეიყვანეს

რუსმა ტურისტებმა აფხაზეთი პილიგრიმული ტურისტული ადგილების ათეულში შეიყვანეს

რუსმა ტურისტებმა ყველაზე პოპულარულ პილიგრიმულ ტურისტულ ადგილებს შორის ოკუპირებული აფხაზეთი საუკეთესო ათეულში დაასახელეს. ამის შესახებ აფხაზური მედია წერს.
რეიტინგი სასტუმროების ონლაინ-დაჯავშნის სერვისმა Oktogo.ru-მ შეადგინა. ათეულში შედიან: ისრაელი, საბერძნეთი, ბულგარეთი, იტალია, რუსეთი, უკრაინა, სომხეთი, სერბეთი, აფხაზეთი და ტუნისი. რუსი პილიგრიმებისთვის ყველაზე მოთხოვნადია ისრაელი.

რაც შეეხება აფხაზეთს, ის რეიტინგში მეათე ადგილზეა. პილიგრიმებისთვის განსაკუთრებით საინტერესო ახალი ათონის მონასტერია. აქვე მითითებულია ფასიც და აღნიშნულია, რომ ახალ ათონში მდებარე სასტუმროებში ნომრების ფასი საკმაოდ ხელმისაწვდომია და ღამეში 700 რუსული რუბლიდან იწყება.