პარლამენტი დღეს რიგგარეშე სესიის ფორმატში მუშაობას განაახლებს

პარლამენტი დღეს რიგგარეშე სესიის ფორმატში მუშაობას განაახლებს

პარლამენტი დღეს რიგგარეშე სესიის ფორმატში მუშაობას განაახლებს. ამის მიზეზი პარტიების საბიუჯეტო დაფინანსებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებაა.

მმართველი გუნდი რიგგარეშე სხდომების დასრულებას ივლისის ბოლოს გეგმავდა, თუმცა მას შემდეგ, რაც პარტიების დაფინანსების გაზრდის და კანონში შესაბამისი ცვლილებების შეტანის თაობაზე პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღეს, გადაწყდა, რომ რიგგარეშე სხდომები მიმდინარე კვირასაც ჩატარდება.

"მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებენ" კანონში შესატან ცვლილებების პროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს და დაამტკიცებს. სავარაუდოდ, დეპუტატები პარალელურ რეჟიმში, მეორე-მესამე მოსმენით განსახილველ ინიციატივებზეც იმსჯელებენ.

წინასწარი ინფორმაციით, რიგგარეეშე სესია 6-7 აგვისტოს ჩატარდება.

სხდომა 14:00 საათისთვის არის დანიშნული. მანამდე დეპუტატები ბიუროს ფორმატში შეიკრიბებიან, სადაც სესიის დღის წესრიგს დააზუსტებენ. სწორედ ბიუროს სხდომაზე უნდა მოხდეს "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებების ინიცირება.