ბენდუქიძის და სხვათა ფინანსებს ჰაკერები გადაადგილებენ - კაკაბაძე რობინ ჰუდობას იწყებს

ბენდუქიძის და სხვათა ფინანსებს ჰაკერები გადაადგილებენ - კაკაბაძე რობინ ჰუდობას იწყებს

ირაკლი კაკაბაძე „რობინ ჰუდის“ პროექტის დანერგვაზე მუშაობს. „პირველ რადიოსთან“ საუბრისას ირაკლი კაკაბაძე განმარტავს , რომ ეს არის პრინციპი „მდიდარს ვართმევ ღარიბს ვაძლევს“ და ერთ-ერთი ობიექტი ბენდუქიძე იქნება. კაკაბაძის თქმით პროფესიონალი ჰაკერების დახმარებით მოხდება ჯგუფების შექმნა ,რომლებიც მსხვილ საფინანსო ორგანიზაციებზე მოახდენენ შეტევას და თანხის გადაადგილებას.

ირაკლი კაკაბაძის განცხადებით სავარაუდოდ პირველი თანხები გლდანის და ავჭალის მოსახლეობაზე გადანაწილდება, თუმცა ამ ეტაპზე უნდა მოხდეს დეტალურად გაწერა ყველა ნაბიჯის. „ ბაკურიანში მიმდინარეობს სემინარები , მიდის გაცვლა- გამოცვლა იდეების, როგორი მეთოდებით ვიმოქმედებთ „მეხუთე ინტერნაციონალი“. ეს ასე უცებ არ გადაწყდება. ხანგძლივი მუშაობის შედეგი იქნება, რაც რა თქმა უნდა არ გამორიცხავს სპონტანურ აქციებს. მაგალითად ჩვენ არ ვცნობთ არანაირ ძალადობას ადამიანებზე , ეს მიუღებელია. მაგრამ ჩვენ არ ვცნობთ კერძო საკუთრების დიდ ფორმებს. აი მაგალითად ბანკებს და ა.შ ჩვენ პირდაპირ მოვუწოდებთ ჩვენს თანამებრძოლებს თუ ისინი მოახდენენ ქონების გადანაწილებას მდიდარი კორპორაციებიდან იგივე ბენდუქიძის , ლადო გურგენიძის, გილაური შემოსავლებიდან მაშინ ჩვენ ამას მივესალმებით და ჩვენ წავახალისებთ.

შეიძება, რომ მოხდეს ტრეინინგები თუ როგორ შეიძლება გადანაწილდეს. ეს როდის და როგორ მოხდება ცოტა ძნელი სათქმელია ახლა. ამას თავად წყვლეტს თვითოეული ჯგუფი. ამაში მონაწილეობენ პროფესიონალი ჰაკერები. მაგალითად ჩვენი მეგობრები ირლანდიიდან გვეხმარებიან იმაში, რომ მოვახდინოთ გადანაწილება ბენდუქიძისა და სხვა ოლიგარქების უსამართლოდ გამდიდრებული ხალხის ქონების და დავურიგოთ გლდანის და ავჭალის მოსახლეობას“,-განაცხადა კაკაბაძემ