საპარლამენტო უმცირესობის წევრი გოგა ხაჩიძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე "ქართული ოცნებიდან" კობა დავითაშვილის წასვლას ეხმაურება.
""ქართულ ოცნებაში" პირველი ხვრელი გაჩნდა.
გამტარიანობიდან გამომდინარე, უნდა ვივარაუდოთ, რომ ხვრელი საკმაოდ ფართოა...”, - წერს ხაჩიძე.
კოალიცია "ქართული ოცნების" წევრი კობა დავითაშვილი საპარლამენტო უმრავლესობას ტოვებს და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის ემზადება. როგორც დავითაშვილმა დღეს გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა, გადაწყვეტილება უმრავლესობასთან სისტემატური უთანხმოების გამო მიიღო.