"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების აზრით, პარტიის გენმდივნად ვანო მერაბიშვილი უნდა დარჩეს

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების აზრით, პარტიის გენერალურ მდივნად ვანო მერაბიშვილი უნდა დარჩეს. როგორც საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გოკა გაბაშვილმა აღნიშნა, მისი პოზიციაა, რომ ვანო მერაბიშვილი ისევ პარტიის გენმდივანი იყოს. "ვანო მერაბიშვილი, ჩვენი პარტიის გენერალური მდივანი საპატიმროშია და ჩვენ რა თქმა უნდა სოლიდარულები ვართ მის მიმართ. ის დარჩება გენერალურ მდივნად, ასეთია ჩემი პოზიცია და ჩვენს პარტიაში ბევრის პოზიცია", - აღნიშნა გაბაშვილმა. 

მისივე თქმით, იმისთვის, რომ აღმასრულებელი ფუნქციები არ შეფერხდეს და პარტიამ, როგორც გამართულმა პოლიტიკურმა მანქანამ იმუშაოს, პრეზიდენტი ასევე გამოვიდა ინიციატივით, აღმასრულებელი მდივნის პოსტი იყოს შემოღებული, რომელიც ფაქტობრივად პარტიის მენეჯერი იქნება.

მიხეილ სააკაშვილი ახალი ინიციატივებით დღეს გამოვიდა. მან "ნაციონალურ მოძრაობას" სექტემბერში ყრილობის ჩატარება და და პარტიაში ცვლილებები შესთავაზა.