ლევან კორტავას საქმეზე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლები დააკავეს

ლევან კორტავას საქმეზე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლები დააკავეს

გეგუთის კოლონიაში მომხდარი ინციდენტის შედეგად გარდაცვლილი პატიმრის, ლევან კორტავას საქმე გახსნილია. პროკურატურის ინფორმაციით, კორტავა განსაკუთრებული სისასტიკით სცემეს და საავადმყოფოში გონებაზე მოუსვლელად გარდაიცვალა. 

როგორც საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, ლევან კორტავას საქმეზე რამდენიმე პირი დააკავეს, მათ შორის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლები და ერთი ახლად გათავისუფლებული პატიმარი.