დავით უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე ხელისუფლებას

დავით უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე ხელისუფლებას "ცოტა დრო დარჩა"

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის აზრით, ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საკითხს რაც შეიძლება მალე უნდა დაესვას წერტილი.

როგორც უსუფაშვილმა აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ქვეყნისთვის უკიდურესად დამაზარალებელია.

"ზოგადად, სახელმწიფოს პრეზიდენტები, პრემიერ-მინისტრები ის პირები არიან, რომელთა მიმართაც დამოკიდებულება _ გადაყენება, პასუხიმგებლობაში მიცემა და მით უმეტეს მკვლელობა, თუ მასთან გვაქვს საქმე, ქვეყნისთვის არის უკიდურესად დამაზარალებელი. მაგრამ, მეორე მხრივ, თუ სიმართლე არ გაირკვა, ეს იქნება კიდევ უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში დამაზარალებელი ყველასთვის და ყველაფრისთვის. ამიტომ, რაც შეიძლება სწრაფად უნდა იქნეს ამ საკითხზე წერტილი დამსული", - განაცხადა უსუფაშვილმა.

მისივე განმარტებით, ამ თვალსაზრისით ახალ ხელისუფლებას "ცოტა დროღა დარჩა".

"თუ 4 წელი გამოძიებას მოვანდომეთ ე.ი ჩვენშიც არის პრობლემა, კვალიფიკაციის ან სხვა რამის. ამიტომ, ასეთი ტიპის საკითხებზე სიცხადის შესატანად ცოტა დრო დაგვრჩა. ცოტაში მე არ ვგულისხმობ 2 და 3 დღეს, მაგრამ არც 2 და 3 წელს", - განმარტა პარლამენტის თავმჯდომარემ.