დავით უსუფაშვილი:  ყველამ თავის მერცხლებს და ბეღურებს მიხედოს

დავით უსუფაშვილი: ყველამ თავის მერცხლებს და ბეღურებს მიხედოს

მერცხლებს და ბეღურებს ყველამ თავისას მიხედოს, ვის რამდენი მერცხალი გაუფრინდა თუ ბეღურა მიუფრინდა, - ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი კოალიცია "ქართული ოცნებიდან" კობა დავითაშვილის გასვლის საკითხზე "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელთა შეფასებას, რომლებმაც უმრავლესობის უკვე ყოფილ წარმომადგენელს "პირველი მერცხალი" უწოდეს.

დავითაშვილის მიერ არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით უსუფაშვილმა განაცადა, რომ ის "ხალხის პარტიის" ლიდერს წარმატებებს უსურვებს, თუმცა "არა გიორგი მარგველაშვილის ხარჯზე".

"საპრეზიდენტო არჩევნები ისეთი მოვლენაა, რომ ბევრ პოლიტიკოსს აღუძრავს ხოლმე თავში მსგავს აზრებს – ხომ არ არის დრო გავიდეს ასპარეზზე და საკუთარი თავი შესთავაზოს საზოგადოებას. მე კობა დავითაშვილს წარმატებებს ვუსურვებ, მაგრამ არა გიორგი მარგველაშვილის ხარჯზე. მე არ ვფიქრობ, რომ ის მარგველაშვილის კონკურენტი იქნება. ის ალბათ, სხვა კანდიდატების კონკურენტი იქნება", - აღნიშნა უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში.

პარლამენტის თავმჯდომარე კობა დავითაშვილს ქართულ პოლიტიკაში მოსიარულე ფორვარდსაც უწოდებს, რომელიც საზოგადოებას საინტერესო ფინტებს სთავაზობს.