პროკურატურა სოფლის მეურნეობის სამინისტროს მაღალჩინოსნების გირაოთი გათავისუფლებას ითხოვს

პროკურატურა სოფლის მეურნეობის სამინისტროს მაღალჩინოსნების გირაოთი გათავისუფლებას ითხოვს

პროკურატურა სოფლის მეურნეობის სამინისტროს პატიმრობაში მყოფი მაღალჩინოსნების გირაოთი გათავისუფლებას ითხოვს. როგორც "ინტერპრესნიუსს" პროკურატურიდან აცნობეს , აღნიშნული შუამდგომლობით საგამოძიებო ორგანო თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართავს. 

"სისხლის სამართლის საქმე - სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შპს ,,მექანიზატორის" რიგი თანამდებობის პირების მიერ დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხების გაფლანგვისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე- 2013 წლის 31 ივლისს განსახილველად წარიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოში. იმის გათვალისწინებით, რომ საქმეზე გამოძიება დასრულდა, აღარ არსებობს ბრალდებულთა მხრიდან მტკიცებულებათა მოპოვებაში ხელის შეშლის საფრთხე, შესაბამისად ამოწურულია ბრალდებულთა პატიმრობაში ყოფნის აუცილებლობა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს მთავარი პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით ბრალდებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის, გირაოთი შეცვლის თაობაზე", - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.