დავით უსუფაშვილი:  კობა დავითაშვილი იყო და რჩება მოხეტიალე ფორვარდად

დავით უსუფაშვილი: კობა დავითაშვილი იყო და რჩება მოხეტიალე ფორვარდად

კობა დავითაშვილი იყო და რჩება მოხეტიალე ფორვარდად ქართულ პოლიტიკაში და მას ხშირად ლამაზი ფინტები გამოსდის, - ასე შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა კობა დავითაშვილის გადაწყვეტილება, დატოვოს კოალიცია "ქართული ოცნება

და პრეზიდენტობის კანდიდატად იყაროს კენჭი.

უსუფაშვილის განცხადებით, კობა დავითაშვილი მისი ერთ-ერთი უახლოესი მეგობარია უკვე 25 წელია.

"ყველას ჩვენი ხასიათი გვაქვს, მათ შორის პოლიტიკაში, აქ სიახლე არაფერია", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა. მისი თქმით, კობა დავითაშვილი განსაკუთრებული სტატუსით სარგებლობდა უმრავლესობის შიგნით და მას პრემიერმა სრული თავისუფლებაც მისცა.

"ახლა მოახლოვდა საპრეზიდენტო არჩევნები და ასეთ დროს ყველა პოლიტიკოსი ფიქრობს, ხომ არ გადადგას რაიმე ნაბიჯი. მანაც ახალი ნაბიჯის გადადგმა გადაწყვიტა და ვუსურვებ სასარგებლო როლი შეასრულოს ქვეყნის ცხოვრებაში", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, არ ჰგონია, რომ კობა დავითაშვილმა განსკუთრებული კონკურენცია გაუწიოს "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატს გიროგი მარგველაშვილს.