ვანო მერაბიშვილს ციხეში სამედიცინო დახმარება დასჭირდა

ვანო მერაბიშვილს ციხეში სამედიცინო დახმარება დასჭირდა

ყოფილ პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილს ე.წ. მატროსოვის ციხეში გულის ჩივილების გამო სამედიცინო დახმარება დასჭირდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" სასჯელაღსრულების სამინისტროში განუცხადეს , ამჟამად მერაბიშვილის მდგომარეობა სტაბილურია და სამედიცინო ზედამხედველობა არ სჭირდება. 

სამინისტროს ინფორმაციით, პატიმარ მერაბიშვილს სამედიცინო შემოწმება ე.წ. მატროსოვის ციხეში, მაღალი ტექნოლოგიებით, სამოქალაქო სექტორის ექიმებმა ჩაუტარეს.

"მერაბიშვილს ჩაუტარდა მაღალტექნოლოგიური შემოწმება, იგი ჯანმრთელია. ექიმების მეთვალყურეობას არ საჭიროებს", - განაცხადეს სამინისტროში.