დღეის შემდეგაც ვიქნები თანასწორი თანასწორთა შორის

დღეის შემდეგაც ვიქნები თანასწორი თანასწორთა შორის

დღეის შემდეგაც ვიქნები თანასწორი თანასწორთა შორის, - ასე მიმართავს პრეზიდენტი პარტიის მხარდამჭერებსა და აქტივისტებს. 

როგორც პრეზიდენტი საკუთარ მიმართვაში აცხადებს, პირადად მისი ამბიცია დღესაც იგივეა, რაც ოდესმე ყოფილა – გაკეთდეს ყველაფერი სამშობლოს წინსვლისა და განვითარებისათვის.

"ვიმედოვნებ, დღეის შემდეგაც ვიქნები არამარტო ლიდერი "ნაციონალური მოძრაობისა", არამედ - ერთი თქვენთაგანი და თანასწორი თანასწორთა შორის. მე მთელი ჩემი არსებით მესმის ამ სიტყვების შინაარსი და მთელი ჩემი არსებით ვიცი ამ შინაარსის ძალა! თქვენ ნახავთ, მთელი ქვეყანა დაინახავს და შეიგრძნობს, რომ ეს არ არის მხოლოდ სიტყვები და უპირველესად ჩვენი პარტია იგრძნობს ამას თავის თავზე! კიდევ ერთხელ ვიტყვი, "ნაციონალური მოძრაობა" იყო და იქნება არამარტო იდეების გენერატორი, არამედ - ხიდი ამ იდეებსა და საზოგადოებას შორის!", - აღნიშნავს პრეზიდენტი "ფეისბუქის" გვერდზე.