მთავრობის წარმომადგენლებმა დიპლომატიურ კორპუსს წინასაარჩევნო ვითარებაზე ინფორმაცია მიაწოდეს

მთავრობის წარმომადგენლებმა დიპლომატიურ კორპუსს წინასაარჩევნო ვითარებაზე ინფორმაცია მიაწოდეს

საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა დიპლომატიურ კორპუსს წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით არსებული ვითარება და საპრეზიდენტო არჩევნებისთვის სამზადისი გააცნეს. 

როგორც დეპუტატმა თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრის მიზანი სწორედ ეს იყო.

"ჩვენ მზად ვართ როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებს მუდმივად მივაწოდოთ ინფორმაცია და მათგან მოვისმონოთ კონსულტაციები. საუბარი იყო აღმასრულებელი ხელისუფლების ქმედებებზე წინასაარჩევნო პერიოდში, ასევე საგარეო უწყებამ მათ მიაწოდა ინფორმაცია, უცხოეთში მყოფი ქართველი ამომრჩევლების რეგისტირების გამარტივებაზე", - განაცხადა ხიდაშელმა.

უწყებათაშორისი კომისიის იუსტიციის სამინისტროში გადასვლასთან დაკავშირებით ისაუბრა შეხვედრაზე იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, თინა ხიდაშელმა კი დიპლომატიურ კორპუსს ინფორმაცია მიაწოდა გასულ კვირას მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც ხელმოსაწერად პრეიზიდენტთან არის გადაგზავნილი.

"ვიმედოვნებ, სააკაშვილი ამჯერადაც ვეტოს უფლებას არ გამოიყნებეს და პროცესს კიდევ უფრო არ გაწელავს. დიპლომატებს ასევე ვესაუბრეთ პარტიების დაფინანსების შესახებ კანონპროექტზე, რომელზეც საკანონმდებლო ორგანო მომავალ კვირას იმსჯელებს", - აღნიშნა თინათინ ხიდაშელმა.

დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროში დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა. შეხვედრაზე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები თითქმის სრული შემადგენლობით იმყოფებოდნენ, მათ შორის იყო ამერიკის სეერთებული შტატების ელჩი რიჩარდ ნორლანდი, ასევე NDI-ს საქართველოს ოფისის დირექტორი ლუის ნავარო.