თინა ხიდაშელი:  კობა დავითაშვილი სპეციფიური ფენომენია

თინა ხიდაშელი: კობა დავითაშვილი სპეციფიური ფენომენია

თინა ხიდაშელს კობა დავითაშვილის გადაწყვეტილება არ უკვირს, რადგან მიიჩნევს, რომ იგი სპეციფიური ფენომენია. ამის შესახებ დეპუტატმა ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა. 

თინა ხიდაშელი კობა დავითაშვილის მიერ "რესპუბლიკურ პარტიასთან" დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების კომენტირებას არ აპირებს და დავითაშვილს წარმატებას უსურვებს, თუმცა "მარტო დარჩენილი დეპუტატის" წარმატება აეჭვებს.

"რესპუბლიკურ პარტიასთან" დაკავშირებით გაკეთებულ კომენტარებზე ზედმეტი კომენტარების გაკეთებას აღარ ვაპირებ. ეს უბრალოდ ასეთი სტილი დამკვიდრდა საქართველოში, ვისაც არ ეზარება უნდა თქვას, რომ პრობლემები აქვს "რესპუბლიკურ პარტიასთან", არა უშავს, უარესებისთვის გაგვიძლია. კობას წარმატებებს ვუსურვებ, თუმცა გამიჭირდება დავინახო მარტო დარჩენილი დეპუტატის წარმატება, როდესაც ქვეყანაში ფართო ნაბიჯები იდგმება დემოკრატიული პროცესების გასაძლიერებლად და დემოკრატიული ინსტიტუტების გასამყარებლად", - განაცხადა ხიდაშელმა.

მისი თქმით, იგი დავითაშვილისგან ამგვარ გადაწყვეტილებას ელოდა, რადგან დარწმუნებული იყო, რომ დეპუტატი უმრავლესობის დასატოვებლად შესაფერის მომენტს არჩევდა.

"კობა წასვლის მომენტს დიდი ხნის განმავლობაში ელოდებოდა, იმიტომ რომ ის ასეთია, იმიტომ რომ ყოველთვის ასე იქცევა, ის ძალიან სპეციფიური ფენომენია და მისგან ეს გადაწყვეტილება არ მიკვირს", - განაცხადა თინა ხიდაშელმა და აღნიშნა, რომ არ გამორიცხავს, დამოუკიდებელმა დეპუტატმა პარლამენტს გარკვეული ხიბლიც შესძინოს.