მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი "ნაციონალურ მოძრაობას" სექტემბერში ყრილობას და პარტიაში ცვლილებებს სთავაზობს

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "ნაციონალურ მოძრაობას" სექტემბერში ყრილობის ჩატარებასა და პარტიაში ცვლილებებს სთავაზობს. პრეზიდენტი "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებს, წევრებსა და მხარდამჭერებს, თანამოქალაქეებს სპეციალური განცხადებით მიმართავს, რომელსაც "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ. 

"მინდა, მთელი გულით მივულოცო დავით ბაქრაძეს ნაციონალური მოძრაობის პრაიმერებში გამარჯვებადა საქართველოს პრეზიდენტის არჩვნებზე ნაციონალური მოძრაობის კანდიდატად დასახელება. დავით ბაქრაძე ჩვენი გუნდის წევრი და დიდი ხნის თანამებრძოლია, ის ნამდვილად ღირსეული კანდიდატია და მინდა, სრული მხარდაჭერა გამოვუცხადო მას. ახლა მთავარია, ყველანი დავირაზმოთჩვენი საერთო კანდიდატის გარშემო და საზოგადოების თითოეულ წევრამდე მივიტანოთ ჩვენი სათქმელი.

ამავდროულად, მინდა მოგმართოთ და პირველ რიგში, გითხრათ, თუ როგორ ვამაყობ თქვენით. ჩვენ ერთად შევქმენით ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ეპოქა საქართველოს ისტორიაში. მთელი რეგიონი და გადაჭარბების გარეშე, დანარჩენი მსოფლიოც შესცქეროდა ვარდების რევოლუციას და განსაკუთრებით იმას, თუ რისი გაკეთება შეძლო საქართველომ რევოლუციის შედეგად. ჩვენ შევქმენით პოსტსაბჭოთა სივრცის ყველაზე დინამიური, ინოვაციური, გაბედულიდა სამაგალითო სახელმწიფო თავისი მიღწევებითა და შეცდომებით, დიდი წინსვლითა და პერიოდული უკანდახევებით.

ჩვენ ასევე პირველად შევქმენით პოლიტიკური ძალა, რომელიც არ ეყრდნობა მხოლოდ ცალკეულ ლიდერს, ან ლიდერებს, არამედ უფრო მეტად - თითოეულ წევრს, საზოგადოებაში თითოეულ მხარდამჭერს, პარტია არ ეკუთვნით ცალკეულ ლიდერებს, არამედ გეკუთვნით თქვენ და, რაც მთავარია, ეფუძნება არა პიროვნულ ამბიციებს, არამედ ჩვენს დიდ მიზანს, შევქმნათ ახალი, ძლიერ წარმატებული სახელმწიფო, რომლის მთავარი იდეაა თავისუფლება, დემოკრატია, არაკორუმპირებულობა და განვითარება, რომელიც ეფუძნებაარა ნეპოტიზმს, კლანურ ან ვიწრო პარტიულ ინტერესებს, არამედ მერიტოკრატიას, ე.ი. ადამიანების წარმატებულობასა და წინსვლას მათი შრომის მოყვარეობისა და ნიჭის ნიშნით.

სწორედ ამიტომ, ჩვენ შევძელითდა იმ პირობებში, როცა პარტიის გენერალური მდივანი უსამართლოდაა დაპატიმრებული, როცა ათასობით აქტივისტი სამართლებრივი დევნისა და შევიწროების პირობებში იმყოფება, როცა ჩვენ ყოველ წუთს დაუმსახურებლად გვესვრიან ტალახს პრესით და ტელევიზიით, მაინც შევინარჩუნეთერთობა და არ ვუღალატეთ ჩვენს იდეებს.

ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ეს არის ძველი კორუმპირებული ელიტის მიერ ვარდების რევოლუციის წინააღმდეგ აღვირახსნილი რევანშის მცდელობა და ეს, როგორც ყველა რევანშიზმი და ყველა წარსულზე ორიენტირებული მცდელობა, ისტორიულად განწირულია მარცხისთვის.

ჩვენ ეს ვიცით, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მათ მარცხს გულხელდაკრეფილნიუნდა დაველოდოთ.

აუცილებელია მოქმედება დაცვლილებები. როგორც ამ მოქმედების ნაწილი, უნდა გავითვალისწინოთ, რომ მცირე ნაწილმაჩვენი პირველადი თანამებრძოლებისა დაივიწყა ის იდეალები, რომლისთვისაც ვიბრძოდით დათავისი პირადი კეთილდღეობა და ამბიცია უფრო მაღლა დააყენა. ამ ხალხისგან ბოლომდე უნდაგავთავისუფლდეთ. ვარდების რევოლუციის შემდგომ ბევრი ჩვეულებრივი კარიერისტიც მოგვეტმასნა, რომელთა ჩამოშორება მხოლოდ დადებითი პროცესია.

ამავე დროს, განსაკუთრებით ბოლო წლებში, პარტიას დაეტყო ბიუროკრატიული დახავსების ნიშნები, სათანადოდ არ წარმოებდა ჯანსაღი დებატები, რამაც საბოლოო ჯამში ჩვენი პოლიტიკური იმუნიტეტი შეასუსტა გარე მტრისათუ შიდა მოწინააღმდეგეთა უპრეცედენტო, ზოგ შემთხვევაში კი, ერთმანეთთან კოორდინირებული გააფთრებული შემოტევების მიმართ.

ამიტომ, ახლა კრიტიკული ანალიზისადა გაჯანსაღების აუცილებელ ეტაპს გავდივართ, რაც ნიშნავს, რომ ჩვენც უნდა შევიცვალოთ, უკეთესები უნდა გავხდეთ, არ დავივიწყოთ მთავარი პრინციპები და, ამავდროულად, ბევრადუფრო საღი, დემოკრატიული, გახსნილი ორგანიზაცია შევქმნათ. პრაიმერების მიმდინარეობამ, მათში პარტიის წევრების დიდმა აქტიურობამ კარგად დაგვანახა სწორი გზა. საჭიროა კიდევუფრო მეტი გახსნილობა, მეტი დებატები, მეტი განათლებული, პატრიოტი, აქტიური და გონიერი ადამიანის შემოკრება და ენერგიული სვლა საერთო ნაციონალური კონსენსუსისა და შეუქცევადი განვითარებისაკენ, საზოგადებისა და სახელმწიფოს ძლიერებისაკენ.

ამიტომ, გთავაზობთ, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ გადადგას კიდევ ერთი უპრეცედენტო ნაბიჯი საქართველოს ისტორიაში. ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი პარტია, რომელიც ერთის მხრივ იდეების გენერატორი იქნება, მეორეს მხრივ კი - ამ იდეებს ფართო საზოგადოებრივი დისკუსიის საგნად აქცევს. ჩვენ გვაქვს ძალიანდიდი მიზანი, რომელიც ჩვენი ხალხის შეგნებული თანადგომის გარეშე მიუღწეველია. ჩვენ უნდა დავეყრდნოთ ჩვენი თანამოქალაქეების ნიჭიერებას, პატრიოტიზმს, ინოვაციის უნარსა და ენთუზიაზმს. "ნაციონალური მოძრაობა" უნდა გახდეს კიდევ უფრო გახსნილი და დემოკრატიული პარტია, ვიდრე ეს ოდესმე გვინახავს, ის არაპარტიული გაგებითაც ნამდვილ ნაციონალურ მოძრაობად უნდა გადაიქცეს!

პირადად ჩემი ამბიცია დღესაც იგივეა, რაც ოდესმე ყოფილა - გავაკეთო ყველაფერი ჩვენი სამშობლოს წინსვლისა და განვითარებისათვის! მე ვიმედოვნებ, დღეის შემდეგაც ვიქნები არამარტო ლიდერი ნაციონალური მოძრაობისა, არამედ - ერთი თქვენთაგანი და თანასწორი თანასწორთა შორის. მე მთელი ჩემი არსებით მესმის ამ სიტყვების შინაარსი და მთელი ჩემი არსებით ვიცი ამ შინაარსის ძალა! თქვენ ნახავთ, მთელი ქვეყანა დაინახავს და შეიგრძნობს, რომ ეს არ არის მხოლოდ სიტყვები, და უპირველესად ჩვენი პარტია იგრძნობს ამას თავის თავზე! კიდევ ერთხელ ვიტყვი, ნაციონალური მოძრაობა იყო და იქნება არამარტო იდეების გენერატორი, არამედ - ხიდი ამ იდეებსა დასაზოგადოებას შორის!

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მინდა, რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლე შემოგთავაზოთ. პირველ რიგში, პრაიმერიზის და მასში პარტიის წევრების აქტიური ჩართულობის პოზიტიური გამოცდილების გათვალისწინებით, მოგიწოდებთ, რომ პარტიული სტრუქტურის ყველა დონეზე შეჯიბრებითობა და არჩევნები სტანდარტულდა საყოველთაო პრინციპად იქცეს. უარი ვთქვათ იერარქიულობაზე ყველგან, ეს იქნება ადგილობრივი პარტიული სტრუქტურები თუ – მთლიანად პარტიის მმართველი რგოლი. ჩვენი რეგისტრირებული წევრების მინიმუმ 10 პროცენტს უნდა ჰქონდეს უფლება, რომ ნებისმიერ დროს მოიწვიოს პარტიის ყრილობა. პარტიის თავმჯდომარის უმაღლესი წარმომადგენლობითი ფუნქციის მიუხედავად, ყველა ძირითადი მიმდინარე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს პარტიის მუდმივმოქმედმა პოლიტიკურმა საბჭომ, რომლის ყოველდღიურ მუშაობას საბჭოს თავმჯდომარე წარუძღვება. საბჭოს შემადგენლობის ნახევარზე მეტი ახალი, ახალი ენერგიით აღსავსე ლიდერებით უნდა დაკომპლექტდეს. ასევე, შემოვიღოთ აღმასრულებელი მდივნის თანამდებობა, რათა პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებები სათანადოდ განხორციელდეს. ამგვარად, შევქმნათ ისეთი სტრუქტურა, სადაც ყველა ძირითადი გადაწყვეტილება მიღებული იქნება კოლექტიურად, ხმის უმრავლესობითდა, რომელიც მოიზიდავს ყველას, ვისაც პოლიტიკური აქტივობისკენ გული მიუწევს, ეთანხმება ნაციონალური მოძრაობის ძირითად პოსტულატებს და გრძნობს, რომ აქვს უნარი და ენერგია, რომ რაციონალურ, აქტიურ დებატებში ჩაებას და საკუთარი წვლილი შეიტანოს ქვეყნის მომავლის შენებაში. მთავარი იქნება ის, რომ ყველა დონის თანამდებობაზე, იქნება ეს შიდა პარტიული თუ ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების თანამდებობები, კანდიდატები უნდა განისაზღვრონ არჩევნების გზით. ასე მოხდა პრეზიდენტის კანდიდატურაზე და წესდებით იგივე უნდა დაკანონდეს მერების, დეპუტატებისა და პრემიერ-მინისტრის კანდიდატურების დასახელებისას.

პარტიის სტრუქტურის ჰორიზონტალური ხასიათი არამარტო ახალი წევრებით გაამდიდრებს ჩვენს პარტიას, არამედ - ფაქტიურად აზრს დაუკარგავს ჩვენს წინააღმდეგ ბრძოლას. მაგალითად, თუ დღეს საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელს იმედი აქვს, რომ ცალკეული ლიდერების განეიტრალებით მოგვსპობს, ხვალ ისიც და ბევრი სხვაც მიხვდება, რომ ამ ბრძოლას საბოლოოდ ეკარგება აზრი; თუ, რუსეთის დღევანდელ ხელისუფლებას, თავისივე მრავალგზის საჯაროდ განცხადებული პოზიციით, ჩემი, როგორც მინიმუმ, სამართლებრივი, პოლიტიკური და მორალური განადგურება საკუთარი პრობლემების გადაჭრის გზად მიაჩნია, ხვალ ისინიც მიხვდებიან, რომ სინამდვილეში საქმე აქვთ არა მხოლოდჩემთან, არამედ - ჩემს თანამოაზრეებთან, ჩვენს თანამოაზრეებთან, მთელ პარტიასთან დამთელ ერთან, მიხვდებიან, რომ ისინი დიდ ცეცხლს ეთამაშებიან და უკან უნდა დაიხიონ, ამცეცხლს ქმნადობის ენერგიად გადაქცევაში ხელი არ შეუშალონ, დამორჩილდნენ იმ აზრს და იმ რეალობას,რომ საქართველო არის, იყო და იქნება თავისუფალი ხალხის თავისუფალი სახელმწიფო, მშვიდობის, აღმშენებლობის, პროგრესის, შემწყნარებლობისა და სიკეთის გზაზე მდგარი საზოგადოების ციხე-სიმაგრე, რომელსაც ამიერიდან ვეღარც შიდა და ვეღარც გარე მტერი დაანგრევს!

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ახალი ენერგიით დაბრუნების პროცესი უკვე დაწყებულია და, ჩვენ ერთად, ამ პროცესის ბოლომდე წარმატებით მიყვანას აუცილებლად შევძლებთ.

ამ წლების განმავლობაში ბევრირამ ვისწავლეთ, ბევრი ბრძოლა და ომი გამოვიარეთ, შეცდომებიც დავუშვით, მაგრამ ბევრიდიდი წარმატებაც ვნახეთ. დღეს ჩვენ ყველანი მზად ვართ, რომ ახალი ენერგიით, ახალი შემართებითმივმართოთ ჩვენს ხალხს და ვუთხრათ:

ჩვენ ჩვენი სამშობლოს მებრძოლი შვილები ვართ, ჩვენი სამშობლოსადმი, ჩვენი ხალხისადმი უზომო სიყვარულით აღსავსე შვილები! ჩვენ ვიბრძოლებთ და სამშვიდობოს გავალთ იმ რწმენით, რომ ვართ ისტორიის სწორ მხარეს, და რომ ამას ვაკეთებთ არა საკუთარი თავისთვის, არამედ ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი შვილების საერთო მომავლისთვის. რწმენით, რომ სიკეთე საბოლოო ჯამში აუცილებლად დაამარცხებს ბოროტებას და სიბნელე უძლური აღმოჩნდდება სინათლესთან. წარსული და რეგრესი, მიუხედავად ყველა მცდელობისა, ვერ ჩაანაცვლებს მომავალს და პროგრესს!
ჩვენ პოლიტიკაში იმისთვის ვართ, რომ აზრი საქმედ ვაქციოთ და ამიტომ საქმიანად უნდა მივუდგეთ ყველა წამოწყებას. გთავაზობთ, დავგეგმოთ ნაციონალური მოძრაობის ყრილობა სექტემბერში, შევჯერდეთ თარიღზედა ყველა ის პრინციპული ცვლილება, რაზეც ზემოთ ვისაუბრე, ავსახოთ პარტიის ახალ წესდებასადა სტრუქტურაზე. ძალიან ბევრი გავაკეთეთ და გაცილებით მეტი გასაკეთებელი დაგვრჩა, ამიტომ ახალ პროგრამაშიუნდა გავწეროთ შემდეგი ეტაპის მთავარი საპროგრამო მიზნები. ჩვენი მოძრაობა ფენიქსივით აღდგენის პროცესშია და ჩვენ ბოლომდე უნდამივიყვანოთ ეს საქმე, რასაც საქართველოს დამოუკიდებლობა, მთლიანობა და ჩვენი ხალხისთავისუფლება ქვია!