"კოალიციის რღვევა გარდაუვალია, კობა დავითაშვილი კი პირველი მერცხალი აღმოჩნდა"

საპარლამენტო უმცირესობის წევრის სერგო რატიანის შეფასებით, კოალიციის რღვევა გარდაუვალია, კობა დავითაშვილი კი პირველი მერცხალი აღმოჩნდა. 

ამის შესახებ რატიანმა "პირWელს" "ხალხის პარტიის" ლიდერის კობა დავითაშვილის იმ გადაწყვეტილების კომენტირებისას განუცხადა, რომლის თანახმად, დავითაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს.

"კოალიცია "ქართული ოცნება" ეკლექტურია, ის არ არის გაერთიანებული საერთო ღირებულებებით და როდესაც ხელისუფლება ვერ ასრულებს ვერცერთ დაპირებას, მას არაერთი წევრი დატოვებს. ეს პროცესი გარდაუვალია და ის გაგრძელდება. კობა დავითაშვილი პირველი მერცხალი იყო", - განაცხადა რატიანმა.

რაც შეეხება საპრეზიდენტო არჩევნებში კობა დავითაშვილის შანსებს, დეპუტატი მიიჩნევს, რომ დავითაშვილი ხმებს "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატს გიორგი მარგველაშვილს წაართმევს.

"ვინაიდან მათ დაახლოებით, ერთი ელექტორატი ჰყავთ, დავითაშვილი ხმებს მარგველაშვილს და ალბათ, ნინო ბურჯანაძესაც წაართმევს", - აღნიშნა სერგო რატიანმა.

შეგახსნებთ, რომ "ხალხის პარტიის" ლიდერმა კობა დავითაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებისა და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ დღეს განაცხადა. მისი თქმით, ამის მიზეზი სისტემატური უთანხმოებაა.