ცხინვალის იზოლატორიდან სოფელ წითელუბნის მცხოვრები გაათავისუფლეს

ცხინვალის იზოლატორიდან სოფელ წითელუბნის მცხოვრები გაათავისუფლეს

ცხინვალის იზოლატორიდან 2000 რუბლიანი ჯარიმის გადახდის სანაცვლოდ, გორის რაიონში, სოფელ წითელუბანში სამი დღის წინ დაკავებული მიხეილ ხურიევი გაათავისუფლეს. საჯარიმო თანხა დაკავებულის ცხინვალელმა ნათესავებმა გადაიხადეს. 

თვენახევრის განმავლობაში ხურიევი წითელუბნის მეოთხე მკვიდრია, რომელიც რუსმა სამხედროებმა ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს.