ზვიად კვაჭანტირაძე მთავარ პროკურატურას ურჩევს, ზოგიერთი პროკურორი საქმიანობას ჩამოაშოროს

ზვიად კვაჭანტირაძე მთავარ პროკურატურას ურჩევს, ზოგიერთი პროკურორი საქმიანობას ჩამოაშოროს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზვიად კვაჭანტირაძე მთავარ პროკურატურას ურჩევს , პროკურორები, რომლებსაც სასამართლო პროცესებზე ბრალდების არგუმენტების დაცვა უჭირთ, საქმიანობას ჩამოაშოროს.

როგორც კვაჭანტირაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, სწორედ აღნიშნულზე მიუთითებს ბაჩო ახალაიას ერთ-ერთ საქმეზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი.
"მე ვუერთდები პარლამენტის თავმჯდომარისა და ჩემი სხვა კოლეგების შეფასებას, რომ, როგორც ჩანს, სათანადო არგუმენტები ვერ წარვუდგინეთ სასამართლოს, რათა ბაჩო ახალაიას დანაშაულში დაგვერწმუნებინა. თუკი პროკურატურა და პროკურორები ვერ ასრულებენ სათანადოდ თავიან უფლებამოვალეობებს, სჯობს ისინი ამ საქმით არ იყვნენ დაკავებული", - განაცხადა კვაჭანტირაძემ.

მისივე განმარტებით, იმედი აქვს, რომ პროკურატურა ახალაის საქმესთან მიმართებაში სააპელაციო სასამართლოში "გაცილებით მყარი არგუმენტებით წარდგება".