არჩილ კბილაშვილი - მოსალოდნელია, რომ უახლოს დროში სანდრო გირგვლიანის საქმეზე სხვა პირთა პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს

არჩილ კბილაშვილი - მოსალოდნელია, რომ უახლოს დროში სანდრო გირგვლიანის საქმეზე სხვა პირთა პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს

მოსალოდნელია, რომ უახლოს დროში სანდრო გირგვლიანის საქმეზე სხვა პირთა პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს, - ამის შესახებ "მეცხრე არხს" საქართველოს მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ამ საქმეზე რამდენიმე მაღალჩინოსანს, მათ შორის ყოფილ შს მინისტრს ბრალი უკვე წარედგინა. "საზოგადოებამ იცის, რომ გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით ბრალი აქვთ წარდგენილი მაღალი თანამდებობის პირებს – ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილს, დათა ახალაიას, ოლეგ მელნიკოვს. ასევე, გამოჩნდა მეხუთე მონაწილე, რომელსაც ასევე ბრალი აქვს წარდგენილი. კიდევ სხვა პირს, გვარად ჩხიტუნიძეს აქვს ბრალი წარდგენილი და მოსალოდნელია, რომ უახლოეს დროში კიდევ სხვა პირთა პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს", - აღნიშნა კბილაშვილმა.

მისივე თქმით, ამჟამად, როგორც პროცედურა ითვალისწინებს, წინასასამართლო ეტაპამდე არსებული გამოძიება მიმდინარეობს.