კბილაშვილის და კუბლაშვილის წინააღმდეგ აქციები იწყება

კბილაშვილის და კუბლაშვილის წინააღმდეგ აქციები იწყება

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ კბილაშვილისა და კუბლაშვილის გადადგომის მოთხოვნით აქციებს იწყებს. ამის შესახებ “პრაიმერს”საქართველოს პატრიოთთა ალიანსის გენერალურმა მიდივანმა სოსო მანჯავიძემ განუცხადა „სასამართლოს სამარცხვინო გადაწყვეტილებამ საზოგადოების მოთმინების ფიალა აავსო. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის ქართველი ხალხის დაცინვა და აბუჩად აგდება, რასაც არ შევეგუებით. ჩვენ არ შეგვშინებია სააკაშვილის რეჟიმის რეპრესიების და არ ვაპირებთ ამ სამარცხვინო მდგომარეობის მოთმენას, ახალ ხელისუფლებაში ჩვენი მრავალი მეგობრის ყოფნის მიუხედავად. მოვუწოდებთ მათ, გაიხსენონ, რისთვის ვიბრძოდით და რისთვის ვწირავდით თავს. სამოქალაქო საზოგადოება უნდა გააქტიურდეს, ამიტომაც საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, წინააღმდეგობის მოძრაობა და მედია-კავშირი „ობიექტივი“ 2013 წლის 11 აგვისტოს, კვირას, დღის სამ საათზე ვმართავთ აქციას,- არჩილ კბილაშვილის გადადგომის მოთხოვნით. ამასთან, ჩვენ მოვითხოვთ კოტე კუბლაშვილის სასწრაფო ჩამოშორებას სასამართლო სისტემიდან. მოვუწოდებთ საზოგადოებას, აქტიური მონაწილობა მიიღოს ამ აქციაში, რათა აღარავის მოუვიდეს აზრად მსგავსი სამარცხვინო მოქმედებების განხორციელება“,- განაცხადა საქართველოს პატრიოტთა ალიანსის გენერალურმა მდივანმა იოსებ მანჯავიძემ.

საპროტესო აქცია 11 აგვისტოს 3 საათზე საქართველოს მთავარი პროკურატურის წინ გაიმართება.