საქართველოს მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი "ერთმნიშვნელოვნად აცხადბს, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიასთვის წარდგენილი ბრალდება ყველა კომპონენტში სრულყოფილებამდე კარგად მომზადებული იყო".
ამის შესახებ კბილაშვილმა ჟურნალისტებს სასამართლოს მიერ ახალაიასთვის გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შესახებ საუბრისას განუცხადა.
"პროკურატურა დარწმუნებულია იმაში, რომ ბაჩანა ახალაიას მიმართ მის მიერ წარდგენილი ბრალდება საფუძვლიანი იყო და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას ექვემდებარებოდა. აქვე მინდა, დავამატო, რომ კარგად ვიცნობ იმ ეპიზოდებს, რომლშიც ბრალი ჰქონდა წარდგენილი ბაჩანა ახალაიას, ვიცნობ იმ მტკიცებულებებს, რომლითაც ბრალდება იყო გამყარებული, ვიცნობ იმ პროკურორებს, რომლებიც ამ სასამართლო განხილვაში მონაწილეობდნენ და ერთმნიშვნელოვნად შემიძლია, განვაცხადო, რომ ბრალდება ყველა კომპონენტში სრულყოფილებამდე კარგად მომზადებული იყო. ასე, რომ, მოსაზრება იმის შესახებ, რომ გამაართლებელი განაჩენის გამოტანა შესაძლოა, პროკურატურის სისუსტით იყოს განპირობებული, მცდარია და ჩვენ მას არ ვიზიარებთ", - განაცხადა არჩილ კბილაშვილმა.