"ვიქნები არა მხოლოდ კანდიდატი, არამედ ამ არჩევნების მონაწილე და ძალიან დიდი ვარაუდით, ძალიან კარგი შანსები მაქვს"

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, "ის არა მხოლოდ საპრეზიდენტო კანდიდატი, არამედ არჩევნების მონაწილე იქნება და დიდი ვარაუდით, ძალიან კარგი შანსებიც აქვს".

ამის შესახებ ზურაბიშვილმა ტელეკომპანია "რუსთავი-2"-თან ინტერვიუში განაცხადა.

"წაიკითხონ კარგად 29-ე მუხლი, რომელიც ეხება პრეზიდენტს და არა კანდიდატს, არც პრემიერობის, არც პარლამენტის თავმჯდომარეობის და არც პრეზიდენტობის კანდიდატს, არამედ ეხება მათ, რომლებსაც უკვე ფუნქცია აქვთ დაკისრებული. ვიქნები არა მხოლოდ კანდიდატი, არამედ ამ არჩევნების მონაწილე და ძალიან დიდი ვარაუდით, ძალიან კარგი შანსები მაქვს. არ ვიცი რატომ და ვისგან, არსებობს დივერსია და ეს ცსკ-ის და მის თავმჯდომარეს უნდა ჰკითხოთ, ამ თემას რატომ წევს სულ წინ. როგორ შეიძლება ასეთი პრეტენზიები იყოს წარდგენილი 1921 წლის პოლიტიკური ემიგრაციის მიმართ. ჩვენ უნდა ვიცოდეთ ისტორიულად სად ვდგავართ და ვისი სამართალმემკვიდრეები ვართ. კიდევ საბჭოთა სისტემაში ვართ, თუ გამოსულები ვართ. თუ გამოსულები ვართ, მაშინ იქ უნდა დავბრუნდეთ, სადაც ჩვენი სამართლის, დამოუკიდებლობის დასაწყისია", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო კანდიდატად დარეგისტირებაზე უარი უთხრა.

როგორც ცსკ-ში განმარტავენ, კანონის მიხედვით, პირს, რომელსაც ორმაგი მოქალაქეობა აქვს, საპრეზიდენტო არჩევნებში მოაწილეობას ვერ მიიღებს.