უწყებათაშორისმა კომისიამ იმ ინციდენტებზე ისაუბრა, რომელიც

უწყებათაშორისმა კომისიამ იმ ინციდენტებზე ისაუბრა, რომელიც "ნაიცონალების" პრაიმერის დროს ზუგდიდში, ბათუმსა და თბილისში მოხდა

უწყებათაშორისი კომისიის დღევანდელ სხდომაზე საუბარი იყო რამდენიმე საკითხზე, მათ შორის იმ ინციდენტებზე, რომელიც "ნაიცონალური მოძრაობის" პრაიმერის დროს ზუგდიდში, ბათუმსა და თბილისში მოხდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირინა იმერლიშვილმა განუცხადა. 

როგორც უწყებათაშორისი კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ ირინა იმერლიშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, შს სამინისტრომ გააკეთა განცხადება თავისი მოკვლევის დეტალების შესახებ, ასევე, იუსტიციის სამინისტრომ ისაუბრა თავისი მოკვლევის დეტალებზე.

მისივე თქმით, კომისიის სხდომაზე საუბარი იყო კასპის ინციდენტზე, როდესაც რესურსცენტრში დაბარებულები იყვნენ დირექტორები და განათლების სამინისტროს წარმომადგენელმა გააკეთა თავისი შიდა აუდიტის მიერ მოკვლეული მასალების პრეზენტაცია.

"რეკომენდაციები დღეს უწყებათაშორის კომისიას არ მიუღია, რადგან ეს კომისია გადადის იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში და მომავალ სხდომაზე, მათ შორის ამ თემებთან დაკავშირებით იქნება შესაბამისი რეკომენდაციები", - განაცხადა ირინა იმერლიშვილმა.