არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები დავით უსუფაშვილს ხვდებიან

არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები დავით უსუფაშვილს ხვდებიან

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები ხვდებიან. შეხვედრაში მონაწილეობენ "ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერი და პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი თარგამაძე და "ახალი მემარჯვენეების" ერთ-ერთი ლიდერი ფიქრია ჩიხრაძე.

დავით უსუფაშვილთან შეხვედრის მთავარი თემა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ფორმირების საკითხს შეეხება.

როგორც შეხვედრის დაწყებადე არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, კომისიის შექმნა დაგვიანდა და ხელისუფლებამ ამასთან დაკავშირებით საკუთარი ხედვა და პოზიცია ამ დრომდე არ წარმოადგინა.

ფიქრია ჩიხრაძის თქმით, შეხვედრაზე საუბარი იქნება თუ რა ფორმატით უნდა შეიქმნას აღნიშნული კომისია, რა ვადები იქნება გაწერილი და ა.შ. გიორგი თარგამაძის განცხადებით კი, ხელისუფლებას ამ საკითხებთან დაკავშირებით ჩამოყალიბებული პოზიცია არ აქვს.