პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თენგიზ გუნავა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორად დააბრუნა.
ამის შესახებ სააკაშვილმა უმცირესობის წევრებსა და გუბერნატორებთან შეხვედრაზე განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ გუნავა, რომელსაც 4-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, პრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინ შეიწყალა და ნასამართლეობა მოუხსნა.