"ეკონომიკა შემცირებული არ არის"

საქართველოს ფინანთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებით, "ეკონომიკა შემცირებული არ არის”".

ამის შესახებ ხადურმა ჟურნალისტებს ეკონომიკური ზრდის -08%-იანი მაჩვენებლის შესახებ საუბრისას განუცხადა.

"პირველი რაც შემიძლია ვთქვა ისაა, რომ ეს არის წინასწარი მონაცემები და სტატისტიკის ეროვნული სამსხური მას მინიმუმ ორჯერ დააზუსტებს. ერთი შემიძლია გითხრათ, რომ ეს მონაცემი საერთოდ არ ითვალისწინებს სოფლის მეურნეობაში არსებულ მდგომარეობას, რაც ვფიქრობ, რომ არასწორია და ხელოვნურად არის შემცირებული. ერთი რამ ძალიან მნიშვნელოვანია _ დღეს ჩვენ ვიმყოფებით ახალი ინვესტიციის დაწყებაზე და ასეთი ინვესტიციები ძალიან ხშირად და ძალიან ბევრი ხორციელდება, რაც იმის დასტურია, რომ ეკონომიკაში გრძელვადიანი, მდგრადი აღმავლობის ხანა იწყება. შემცირებული არ არის ეკონომიკა, პირველი ექვსი თვის განმავლობაში ეკონომიკურმა ზრდამ სოფლის მეურნეობის გარეშე დაახლოებით, 2% შეადგინა", - განაცხადა ხადურმა.