რიჩარდ ნორლანდი არასაპარლამენტო ოპოზიციას ხვდება

რიჩარდ ნორლანდი არასაპარლამენტო ოპოზიციას ხვდება

საქართველოში აშშ-ის ელჩი, რიჩარდ ნორლანდი არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრა აშშ-ის საელჩოში, დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს და მასში მონაწილეობენ ნინო ბურჯანაძე, ფიქრია ჩიხრაძე, პაატა დავითაია, ბაჩუკი ქარდავა, კახა კუკავა, ჯონდი ბაღათურია, შალვა ნათელაშვილი, გიორგი თარგამაძე, აკაკი ასათიანი და სერგო ჯავახაძე . შეხვედრაზე ასევე იმყოფება NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი, ლუის ნავარო.

შეხვედრაზე, სავარაუდოდ, საუბარი შეეხება საარჩევნო კოდექსს, პარტიების დაფინანსების თემას და წინასაარჩევნო კამპანიას.