პროკურატურა ბაჩანა ახალაიას განაჩენს გაასაჩივრებს

პროკურატურა ბაჩანა ახალაიას განაჩენს გაასაჩივრებს

პროკურატურა ბაჩანა ახალაიას განაჩენს ასაჩივრებს, - ამის შესახებ მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ. "საქართველოს პროკურატურა მიიჩნევს, რომ ბაჩანა ახალაიასთვის ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენა დადასტურებულია სასამართლო გამოძიების დროს გამოკვლეული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებათა ერთობლიობით. შესაბამისად სასამართლოს განაჩენის მიღების, შესწავლისა და გაანალიზების შემდეგ მიღებული იქნება გადაწყვეტილება განაჩენის სააპელაციო წესით გასაჩივრების შესახებ, რაზედაც საზოგადოება დამატებით იქნება ინფორმირებული", - ნათქვამია მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თავდაცვის მინისტრობის პერიოდზე ბაჩო ახალაია სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო და აღმკვეთი ღონისძიება პატიმრობა გააუქმა. საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბაჩო ახალაიასა და მასთან ერთად ბრალდებულების, სამხედროების მიმართ არაადამიანური მოპყრობისა და ზვიად აბესაძისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლემ დღეს გამოაცხადა.