ლევან ბერძენიშვილი:  სასამართლო უკვე თავისუფალია

ლევან ბერძენიშვილი: სასამართლო უკვე თავისუფალია

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ბერძენიშვილის შეფასებით, ბაჩო ახალაიას მიმართ გამოტანილმა განაჩენმა დაადასტურა , რომ საქართველოში სასამართლო უკვე თავისუფალია.

"მე როგორც პარლამენტის წევრი მოსამართლის მიმართ კითხვებს ვერ დავსვამ, ერთადერთი რაც შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ დღევანდელმა გადაწყვეტილებამ დაამტკიცა, რომ მოსამართლე დარახველიძის სახით საქართველოში სასამართლო პროკურატურისგან და აღამასრულებელი ხელისუფლებისგან დამოუკიდებელია. სასამართლო თავისუფალია და ესაა სერიოზული მიღწევა უკანასკნელი წლების განმავლობაში. მე არ მახსენდება ასეთი საზოგადოებრივი და პოლიტიკური მნიშვნელობის საქმე, რომელთან მიმართებაშიც მოსამართლეს ამ ტიპის გადაწყვეტილება გამოეტანოს. ასეთი რამ არ მომხდარა არც შევარდნაძის დროს და მითუმეტეს, ვერ მოხდებოდა ვერც სააკაშვილის პერიოდში", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ლევან ბერძენიშვილმა.

რაც შეეხება უშუალოდ მოსამართლოს სამართლიანობას, დეპუტატის განმარტებით, დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპი სასამართლო, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების ურთიერთდამოუკიდებლობაა, რის გამოც მიაჩნია, რომ პარლამენტის წევრები მოსამართლის გადაწყვეტილებას არ უნდა აფასებდნენ.

თავდაცვის მინისტრობის პერიოდზე ბაჩო ახალაია სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო და აღმკვეთი ღონისძიება პატიმრობა გააუქმა. საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბაჩო ახალაიასა და მასთან ერთად ბრალდებულების, სამხედროების მიმართ არაადამიანური მოპყრობისა და ზვიად აბესაძისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის საქმეზე, გადაწყვეტილება მოსამართლემ დღეს გამოაცხადა.