ეკა ბესელიას მოსამართლე გიორგი დარახველიძის სამართლიანობაზე შეკითხვები აქვს

ეკა ბესელიას მოსამართლე გიორგი დარახველიძის სამართლიანობაზე შეკითხვები აქვს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიას აინტერესებს მოსამართლე გიორგი დარახველიძის არჩევნების შემდეგ საქალაქო სასამართლოში გადაყვანა შემთხვევითობა იყო თუ გამიზნულად მოხდა. 

"მოსამართლე დარახველიძე, რომელიც არჩევნებამდე სამეგრელოში, სენაკში იყო სასამართლოს თავმჯდომარე და აპატიმრებდა "ოცნების" აქტივისტებს პლაკატების გაკვრისთვის, ეს მოსამართლე იქნება სამართლიანი?" - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია "ფაცებოოკ"-ის საკუთარ გვერდზე წერს.

ეკა ბესელია გუშინ ქსნისა და რუსთავის ციხეებში პატიმრებთან შეხვედრის დეტალებზე საუბრობს და ბაჩო ახალაიას საქმეზე სასამართლოს მიერ დღეს გამოტანილ გადაწყვეტილებას ეხმაურება.

"გუშინ ქსნისა და რუსთავის ციხეში ასობით პატიმარს შევხდი და ვესაუბრე. 15 წელია ციხე, პატიმარი, საამართლო - ჩემი ყოველდღიური საზრუნავი იყო და კარგად ვიცი რა ხდებოდა წლების განმავლობაში, მაგრამ არ შემიძლია იმის გადმოცემა რაც ხდებოდა 7- საათიანი შეხვედრების დროს გუშინ. საშინლად ნაწამები პატიმრები და წლების განმავლობაში მიღებული ტრავმების აშკარა კვალი, საშინელი განცდა უსამართლობის, მოლოდინი და უმძიმესი ჯანმრთელობის მდგომარეობა... მშრალ შიმშილობაზე მყოფთ საუბრის თავიც არ ჰქონდათ, ვთხოვე და წყლის მიღება დაიწყეს... უეტესობამ შეწყვიტა შიმშილობა რუსთავში, ქსანში სრულად. საოცრად მადლიერები იყვნენ ამნისტიის კანონით, მაგრამ ითხოვენ უკანონო განაჩენების გადახედვას... დიდი ხანი ვისაუბრეთ... ძალიან გამიჭირდა ემოციურად... ახალგაზრდა, ასაკოვანი, უხელო, ეტლით .... მძიმე მძიმეა მათი ემოცია... რა შედარებაა პირობების თვალსაზრისით, მაგრამ მათ გადატანილი უსამართლობა აწუხებთ.... უამრავი წერილი გამომატანეს, ვკითხულობ და ვფიქრობ, ვინმე არ დაგვრჩეს ყურადღების მიღმა... მათ ყველაზე მეტი გადაიტანეს... ძალიან მძიმე იყო ემოციურად ამ ისტორიების მოსმენა..., ეს ყველაფერი ვისი პასუხისმგებლობაა? იმ მოსამართლეების ვისაც არ ახსოვდა რა იყო სამართლიანობა... დღეს გაახსენდათ? ახალიას სასამართლოს დეტალებს არ ვეხები, მაგრამ მოსამართლე დარახველიძე, რომელიც არჩევნებამდე სამეგრელოში, სენაკში იყო სასამართლოს თავმჯდომარე და აპატიმრებდა "ოცნების" აქტივისტებს პლაკატების გაკვრისთვის, ეს მოსამართლე იქნება სამართლიანი? შემთხვევითი იყო მისი გადმოყვანა არჩევნების შემდეგ საქალაქო სასამართლოში თუ გამიზნულად მოხდა ეს გადაწყვეტილება?"- წერს ეკა ბესელია.