ბაჩო ახალაიას ადვოკატები იმედოვნებენ, რომ სასამართლო დარჩენილ ორ საქმეზეც ადეკვატურ გადაწყვეტილებას მიიღებს

ბაჩო ახალაიას ადვოკატები იმედოვნებენ, რომ სასამართლო დარჩენილ ორ საქმეზეც ადეკვატურ გადაწყვეტილებას მიიღებს

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას ადვოკატები იმედოვნებენ, რომ სასამართლო მათი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ დარჩენილ ორ სისხლის სამართლის საქმეზეც ადეკვატურ გადაწყვეტილებას მიიღებს.

როგორც თავდაცვის მინისტრობის ეპიზოდთან დაკავშირებული განაჩენის გამოცხადების შემდეგ ადვოკატმა გოგა ონიანმა განაცხადა, არც რეინჯერების და არც ციხის ბუნტის საქმეებზე არ არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც ბაჩო ახალაიას დანაშაულში ამხელს.

ადვოკატ მალხაზ ველიჯანაშვილის განცხადებით, რეინჯერების – ე.წ 7 სპეცრაზმელის წამების საქმეზე ბაჩო ახალაია ნახსენები საერთოდ არ არის"სამხედროების საქმეზე იყვნენ ისეთები, ვინც ამბობდა, რომ ბაჩო ახალაიამ შეურაცხყოფა მიაყენა. რეინჯერების საქმეში კი ახალაია საერთოდ არ არის ნახსენები. იგივე ხდება ციხის ბუნტის საქმეზეც. განხილვები ამ საქმეზე არ დაწყებულა, თუმცა მასში არის ჩვენებები, რომელიც ზეწოლის შედეგად არის მიღებული. ამ საქმეზე ჩვენებები ამ ადამიანებს ერთხელ უკვე მიცემული აქვთ, რომელიც ახალი ხელისუფლების პირობებში შეცვალეს. თუკი ზეწოლა არ იყო, რატომ უნდა შეიცვალოს ჩვენება სამჯერ?!", - განაცხადა ველიჯანაშვილმა.

ადვოკატების ინფორმაციით, ციხის ბუნტის საქმეზე ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ მხოლოდ კრიმინალური ავტორიტეტების ჩვენებები არსებობს, რითაც დასტურდება, რომ ამ საქმეში ახალიას ბრალი არ მიუძღვის.