აშშ-ის ელჩი საქართველოში, რიჩარდ ნორლანდი დღეს არასაპარლამენტო ოპოზიციას შეხვდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" აშშ-ის საელჩოდან აცნობეს, შეხვედრა საელჩოში 15:00 საათზე დაიწყება.
საუბრის მთავარი თემები, სავარაუდოდ, წინასაარჩევნო კამპანია, საარჩევნო კოდექსი და პარტიების დაფინანსების საკითხი იქნება.
შეხვედრაზე მიწვეული არიან არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიის ლიდერები.