ბაჩო ახალაია სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო

ბაჩო ახალაია სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო

თავდაცვის მინისტრობის პერიოდზე ბაჩო ახალაია სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო და აღმკვეთი ღონისძიება პატიმრობა გააუქმა. საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბაჩო ახალაიასა და მასთან ერთად ბრალდებულების ,სამხედროების მიმართ არაადამიანური მოპყრობისა და ზვიად აბესაძისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლემ დღეს გამოაცხადა.

ახალაიასთან ერთად, ამ საქმეზე ბრალდებული იყო კიდევ 7 პირი, მათ შორის გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსი გიგი კალანდაძე, მე-4 ქვეითი ბრიგადის ყოფილი ხელმძღვანელი ზურაბ შამათავა, სად-ის წარმომადგენელი გაგა მკურნალიძე, სერჟანტი ალექსანდრე გორდაძე, მერაბ კიკაბიძე, მანუჩარ დარასელია და გიორგი კინწურაშვილი.

დარასელია და კინწურაშვილი ძებნილებად ითვლებიან, ხოლო კალანდაძე, გორდაძე, კიკაბიძე და შამათავა გირაოთი არიან პატიმრობიდან გათავისუფლებული. სასამართლომ აღნიშნული შვიდი პირიც უდანაშაულოდ ცნო.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია კიდევ ორ სისხლის სამართლის საქმეზეა ბრალდებული - 7 სპეცრაზმელის პოლიტიკური ნიშნით წამების და ე.წ. ციხის ბუნტის საქმეებზე.მას ამ საქმეებზეც პატიმრობა აქვს შეფარდებული.