საყოველთაო ჯანდაცვის მომსახურების ოფისები დღეიდან ახალ მისამართზე იმუშავებს

საყოველთაო ჯანდაცვის მომსახურების ოფისები დღეიდან ახალ მისამართზე იმუშავებს

საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტის მომსახურების ოფისები დღეიდან ახალ მისამართზე იმუშავებს. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით , საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მოსარგებლეები, დიდუბის საგამოფენო პავილიონის ნაცვლად, (წერეთლის 118), 2013 წლის 1 აგვისტოდან მოქალაქეებს მოემსახურება შემდეგ მისამართზე:

1. საბურთალოს რაიონი - საბურთალოს ქ. N 32; (შესასვლელი ბახტრიონის ქ. N 11ბ-დან, "წიგნის სახლი ბახტრიონზე" გვერდით).
2. ისან-სამგორის რაიონი; ქეთევან წამებულის ქ N 47; ბოჭორმის N 8.
3. ვაჟა ფშაველას IV კვ. I კორ.

დამატებითი ინფორმაციისთვის მოქალაქეებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე - 15 05.