ომბუდსმენი ლაფანყურის საქმეზე საზოგადოებრივი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე მოლაპარაკებებს დაიწყებს

ომბუდსმენი ლაფანყურის საქმეზე საზოგადოებრივი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე მოლაპარაკებებს დაიწყებს

სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი მიიჩნევს, რომ ლაფანყურის საქმესთან დაკავშირებით საზოგადოებრივი საგამოძიებო კომისიის შექმნა არის იდეა , რომელსაც აქვს არსებობის შესაძლებლობა. როგორც უჩა ნანუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ეს არის იდეა, რომლის განხორციელებისთვის მნიშვნელოვანია უახლოესი დღეების განმავლობაში მოხდეს ყველა შესაძლო ვარიანტის გადამუშავება. 

"იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო, ამ შემთხვევაში კი პარლამენტი არ აპირებს შესაბამისი კომისიის შექმნას, დგება საკითხი, რომ შეიქმნას ალტერნატიული, პროფესიონალებისგან და ექსპერტებისგან დაკომპლექტებული დამოუკიდებელი კომისია, რომელსაც ექნება გარკვეული ვალდებულებები, ექნება გარკვეული უფლებები. ამასთან დაკავშირებით, უკვე დავიწყებთ ძალიან მალე მოლაპარაკებებს, მათ შორის პარლამენტთან",-განაცხადა ნანუაშვილმა.

მისივე თქმით, მსგავსი საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობა არის, რადგან გამოძიება კვლავ გაჭიანურებულია, რეალური შედეგი არ დამდგარა და კითხვებზე პასუხები არ არის გაცემული.