"საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი" ტენდერს აცხადებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" "საზოგადოებრივი მაუწყებლიდან" აცნობეს, ახალი სეზონისთვის ტენდერი შემდეგ გადაცემებზე ცხადდება :
1. სატელევიზიო გადაცემა "ახალგაზრდული თოქ-შოუ"; 2. სატელევიზიო გადაცემა "თანამედროვე ხელოვნებაზე"; 3. სატელევიზიო გადაცემა "საბავშვო ტელეთამაში"; 4. ქართულენოვანი ტელესერიალი (24 სერია); 5. სატელევიზიო გადაცემა "ქართული მოტივი";
ტენდერის შესახებ დეტალური ინფორმაცია და პირობები ვებგვერდზე: http://gpb.ge/Announcements.aspx?LangID=1#1 არის განთავსებული.