ნინო ბურჯანაძემ გორში საარჩევნო შტაბი დააფუძნა

ნინო ბურჯანაძემ გორში საარჩევნო შტაბი დააფუძნა

"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ გორში საარჩევნო შტაბი დააფუძნა და მხარდამჭერებთან შეხვედრა გამართა. 

ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ მისი მხარდამჭერები საკმაოდ მოტივირებულები არიან და კარგად ესმით, რამდენად მნიშვნელოვანია გაწონასწორებული და გამოცდილი პრეზიდენტის არჩევა.
ბურჯანაძის განცხადებით, იგი ფლობს ინფორმაციას, რომ შიდა ქართლში, ძალიან ბევრ რაიონში სწორედ მის კანდიდატურას უჭერენ მხარს. მისი თქმით, შიდა ქართლში კარგად აქვთ გაცნობიერებული, რომ მას აქვს საუკეთესო კონტაქტები და შეუძლია ურთიერთობების დარეგულირება როგორც რუსეთთან, ასევე სხვა სახელმწიფოებთან.

"ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ადამიანებს არ ჰქონდეთ უსამართლობის განცდა და გლეხს მოწეული მოსავალი ხეზე არ ულპებოდეს", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

პრეზიდენტობის კანდიდატი გორის რაიონის სოფელ საქაშეთში გაემგზავრა, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდება.