ბაჩო ახალაიას დაცვის მხარე, ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე პროკურატურის ყველა მტკიცებულებას დასაშვებად ცნობს. ამის შესახებ ახალაიას ადვოკატმა, გოგა ონიანმა ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში ციხის ბუნტის საქმის არსებითი განხილვის გახსნის შემდეგ განუცხადა.
როგორც გოგა ონიანმა აღნიშნა, დაცვის მხარემ ბრალდების ყველა მტკიცებულება, რომელიც მოიცავს 12 ტომს, უდაოდ ცნო, სწორედ ეს მტკიცებულებები არის დასტური, რომ ციხეში ბუნტი კრიმინალების ორგანიზებით მოხდა.
ბუნტის საქმეზე ბაჩოა ახალიას საქმის არსებითი განხილვა დღეს დაიწყო, თუმცა პროცესის დაწყებიდან რამდენიმე წუთში გადაიდო და 9 სექტემბერს გაგრძელდება. ამის მიზეზი გახდა ის, რომ საქმის მოსამართლე დავით მგელიაშვილი შვებულებაში იმყოფება.
არსებითი განხილვა ციხის ბუნტის საქმეზე 9 სექტემბრის 12.00 საათისთვის არის ჩანიშნული.