ლეიკემია იკურნება და ჩვენ ამ დაავადების მსხვერპლად არ უნდა ვაქციოთ ბავშვები, რომელთაც სიცოცხლე წყურიათ. -განაცხადა საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგის პრეზიდენტმა ნოდარ თათვიძემ.
„საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგამ დაიწყო განხორციელება პროექტის- „სტუდენტები ლეიკემიით დაავადებული ბავშვების გადასარჩენად“, რომლის ფარგლებშიც პირველ ეტაპზე შეიქმნა პროექტის ლოგო და ფეისბუქზე ოფიციალური გვერდი, სადაც თავსდება ინფორმაცია ჩატარებული თუ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ, როგორიცაა ლეიკემიით დაავადებული ბავშვების და ქველმოქმედ სტუდენტთა როგორც ფოტო და ვიდეო მასალა, ასევე სხვადასხვა სიახლეები. სულ რაღაც რამდენიმე საათია გასული, რაც შეიქმნა გვერდი და უკვე დიდი აქტიურობა შეინიშნება.
საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგა ვზრუნავთ არა მხოლოდ სტუდენტთა უფლებების დაცვასა და მათი პრობლემების მოგვარებაზე, არამედ საზოგადოებრივი პრობლემების დაძლევასა და ჩვენი მომავალი თაობის გადარჩენაზე.
ჩვენ არ გვაქვს უფლება დავუთმოთ ამ დაავადებას უამრავი პატარას სიცოცხლე! ლეიკემია იკურნება! რაც უფრო ბევრნი ვიქნებით ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად, მით უფრო მეტად მივუახლოვდებით დასახულ მიზანს და ვიამაყებთ ამ ერთობლივი, კეთილშობილური საქმის წარმატებით. პროექტის ფეისბუქ მისამართია:www.facebook.com/StudHelp გისურვებთ წარმატებებს!“ -განაცხადა საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგის პრეზიდენტმა ნოდარ თათვიძემ.