ირაკლი შიხიაშვილი ხუთშაბათობით მოქალაქეების მიღებას იწყებს

ირაკლი შიხიაშვილი ხუთშაბათობით მოქალაქეების მიღებას იწყებს

საკრებულოს ახალი თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილი ხუთშაბათობით მოქალაქეების მიღებას იწყებს. როგორც ჟურნალისტებთან საუბრაში ირაკლი შიხიაშვილმა განაცხადა , ხვალ, 11:00 საათიდან ის მოქალაქეების მიღებას დაიწყებს. 

"მინდა დავაფიქსირო თბილისელებისთვის, რომ ჩვენ, საკრებულოს წევრები ვაგრძელებთ მოქალაქეებთან აქტიურ ურთიერთობას. მე, როგორც საკრებულოს თავმჯდომარე ვაგრძელებ იმ ტრადიციას, რომელიც დაწყებული მქონდა ჩემი საკრებულოს წევრობის პერიოდში და ყოველთვის მქონდა ხუთშაბათობით მოსახლეობის მიღება", - განაცხადა ირაკლი შიხიაშვილმა.

მისივე თქმით, მოსახლეობასთან შეხვედრა ხვალ 11:00 საათზე დაიწყება და გაგრძელდება მანამ, სანამ არ შეწყდება შეხვედრის მსურველთა ნაკადი.