პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი "რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე აღარ იქნება.
როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებს განუცხადა, ნოემბერში გაიმართება "რესპუბლიკური პარტიის" ყრილობა, რომელზეც ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ.
"ბევრნაირი ინფორმაცია ვრცელდება, ერთადერთი, რაც მოხდება ნამდვილად, იმიტომ, რომ ასეთია "რესპუბლიკური პარტიის" წესი, ტრადიცია და პოლიტიკური კულტურა, ნოემბერში, პარტიის რიგით ყრილობაზე, პარტია ახალ თავმჯდომარეს აირჩევს. ჩვენს პარტიაში თავმჯდომარეები ცას არ ეკიდებიან, თანამდებობისთვის არ კვდებიან და მერე, თანამდებობაზე რომ აღარ არიან, პარტიიდან არ მიდიან. ყველა ყოფილი თავმჯდომარე პარტიაშია", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.