საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილების ობიექტურობაზე საუბარი წარმოუდგენელია.
ამის შესახებ ჩიქოვანმა პრეზიდენტის მიერ სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორის თენგიზ გუნავას შეწყალების ფაქტის კომენტირებისას განაცხადა.
"მიხეილ სააკაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, რომელსაც მისთვის უზრუნველყოფს კონსტიტუცია. ამ გადაწყვეტილების ობიექტურობაში მე შეიძლება, ეჭვი შემეტანა, იმიტომ რომ ზოგადად, ბოლო პერიოდში წარმოუდგენელია, მიხეილ სააკაშვილის ობიექტურობაზე ვისაუბროთ. თუმცა, რაც შეეხება შეწყალებას, როგორც ჰუმანურ აქტს, ეს გასაგებია. ეს მცდელობაა, რომ ყველა ადამიანმა, ვინც ჩაიდინა დანაშაული, ეს გაიაზროს და მომავალში არ დაუშვას ანალოგიური რამ", - განაცხადა ჩიქოვანმა.