ქართველმა მაშველებმა მწვერვალ შხარაზე ჩარჩენილი პოლონელი მთამსვლელების გადარჩენა მოახერხეს. სამაშველო ოპერაცია შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტმა მესტიის სახანძრო-სამაშველო მუნიციპალურ სამსახურთან ერთად ჩაატარა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადებისა და რეაგირების სამმართველოს უფროსმა, გიორგი ძაგნიძემ განუცხადა, მთამსვლელები შხარაზე სამი დღის განმავლობაში იყვნენ ჩარჩენილი და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო ვერ გადაადგილდებოდნენ.
მისივე ინფორმაციით, ამჟამად ალპინისტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ისინი თავს კარგად გრძნობენ.