ეკა ბესელია მოშიმშილე პატიმრებს მოინახულებს

ეკა ბესელია მოშიმშილე პატიმრებს მოინახულებს

ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია ქსნისა და რუსთავის ციხეებში მოშიმშილე პატიმრებს მოინახულებს. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" ბესელიამ განუცხადა, ქსნის #15 დაწესებულებაში 13:00 საათზე შევა, ხოლო რუსთავის #17 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში - 15:00 საათზე.
რუსთავის #17 დაწესებულებაში მყოფი პატიმრები, მსჯავრდებულების ოჯახის წევრების განცხადებით, მეათე დღეა შიმშილობენ.

#17 დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულების ნაწილი მათი საქმეების გადახედვას მოითხოვს, ნაწილი კი, ე.წ. უდოს კომისიის მიერ მათი განცხადებების დროულ განხილვას.

პატიმართა ოჯახის წევრების ინფორმაციით, მოშიმშილეთა შორის ოთხ მსჯავრდებულს პირი აქვს ამოკერილი. მათი თქმით, მოშიმშილე მსჯავრდებულების რაოდენობა უკვე 48-მდე გაიზარდა.