სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკიდან წასვლის შესახებ პრემიერის განცხადებას უარყოფითად აფასებს

სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკიდან წასვლის შესახებ პრემიერის განცხადებას უარყოფითად აფასებს

სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკიდან წასვლის შესახებ პრემიერ-მინისტრის განცხადებას უარყოფითად აფასებს. როგორც ზურაბიშვილმა რადიო "პალიტრის" ეთერში, გადაცემა "რეზიუმეში" განაცხადა, პრემიერის განცხადებები წასვლაზე არ არის კარგი არც სტაბილურობისთვის, არც ინვესტიციების და არც ლეგიტიმურობისთვის. მას მიაჩნია, რომ ივანიშვილის წასვლის პირობებში, საპარლამენტო უმრავლესობის ლეგიტიმურობა დამოკიდებულია ბიძინა ივანიშვილზე და თუ პრემიერი თანამდებობიდან წავა, მაშინ პარლამენტში წარმოდგენილი უმრავლესობის ლეგიტიმურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.

მოვლენების ამ სცენარით განვითარების შემთხვევაში სალომე ზურაბიშვილი არც რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების აუცილებლობას გამორიცხავს, თუმცა აქვე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ქვეყნისთვის ეს ცვლილებები, კერძოდ, კი პრემიერის წასვლა საჭირო არ არის.

ამ კონტექსტში ზურაბიშვილმა კოალიცია "ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატის გიორგი მარგველაშვილის გამარჯვების შემთხვევაში მისი ლეგიტიმურობის საკითხზეც ისაუბრა.