პარლამენტმა სახალხო დამცველის ანგარიშზე დადგენილება მიიღო

პარლამენტმა სახალხო დამცველის ანგარიშზე დადგენილება მიიღო

პარლამენტმა 81 ხმით, ერთხმად – სახალხო დამცველის ანგარიშთან დაკავშირებით დადგენილება მიიღო. სახალხო დამცველის ანგარიშის საფუძველზე მომზადებული პარლამენტის დადგენილების პროექტი, რომელზეც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა იმუშავა, ექვსგვერდიანია. მასში პარლამენტი კონკრეტული რეკომენდაციებით მიმართავს შინაგან საქმეთა, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის, ჯანდაცვის, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროებს, ადგილობრივ თვითმმართველობებსა და მთავარ პროკურატურას. პარლამენტი ასევე მიმართვს მთავრობას – უზრუნველყოს სამინისტროების მიერ მითითებული რეკომენდაციების შესრულება.

გუშინდელი დადგენილებით პარლამენტმა ბოლო წლების ტრადიცია დაარღვია, როცა წინა პარლამენტებში ომბუდსმენის მიერ წარდგენილ დოკუმენტს ცნობად იღებდნენ.

სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილს რიგგარეშე სესიაზე თითქმის სამი საათის განმავლობაში უსმენდნენ.