"სტალინის ფენომენთან დაკავშირებით საზოგადოებრივი აზრი ჩამოსაყალიბებელია"

საქართველოს კულტურის მინისტრის გურამ ოდიშარიას განცხადებით, "სტალინის ფენომენთან დაკავშირებით საზოგადოებრივი აზრი ჩამოსაყალიბებელია".

როგორც ოდიშარიამ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, სტალინის ძეგლის გორში დაბრუნების საკითხი კულტურის სამინისტროს გადასაწყვეტი არაა და ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტი იღებს.

"უპირველესად, მინდა, ვთქვა, რომ ეს თემა პერიოდულად წამოიჭრება ხოლმე, ეს საქმე მუნიციპალიტეტს ეხება, ერთადერთი, რაც ჩვენ შეგვიძლია, გავაკეთოთ, არის რჩევების მიცემა. მაგალითად, ბალტიისპირეთში არის ადგილი გამოყოფილი, სადაც სტალინის, ლენინის და სხვების ძეგლები ერთად დგას და მათთვის სპეციალური ზონაა გამოყოფილი. ზოგადად, ალბათ, დრო მოვიდა რომ ამ საკითხთან დაკავშირებით საზოგადოებრივი აზრი შევისწავლოთ", - განაცხადა ოდიშარიამ.