თბილისის

თბილისის "დინამო" ბუქარესტის "სტიაუასთან" 0:2 დამარცხდა

ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში თბილისის "დინამო" ბუქარესტის "სტიაუასთან" ანგარიშით 0:2 დამარცხდა. პირველი ტაიმში თანაბარი თამაში იყო , მომენტები ორივე გუნდს შეექმნა, თუმცა აშკარა საგოლე არც ერთი არ ყოფილა. 

გუნდები მეორე ტაიმში "გაიხსნენ", მე-60 წუთზე სტუმრებს ჩისკო მუნიოსის კონტრშეტევა გაეპარათ, ის საჯარიმოში მოცელეს. 61-ე წუთზე ჩისკომ შანსი გაანიავა - პენალტი ძალიან ცუდად შეასრულა და ბურთი მეკარის ნადავლი გახდა.

64-ე წუთზე მცველის მოგერიებულს დაუმუშავებლად დაუხვედრა ფეხი გაბრიელ იანჩუმ და გიორგი ლორიას კარი დალაშქრა. იმის ნაცვლად, რომ "დინამოს" შეეტია, გუნდი დაიბნა და უპირატესობა მთლიანად მეტოქეს დაუთმო.

მე-80 წუთზე ამით ისარგებლა 19 წლის გაბრიელ იანჩუმ და დუბლი შეასრულა - 0:2.

საპასუხო მატჩი ერთ კვირაში ბუქარესტში გაიმართება.